ზაპოროჟიეს რეგიონალური ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ალექსანდრ სტარუხის ინფორმაციით, ოკუპანტებმა გაიტაცეს ზაპოროჟიეს ოლქში შემავალი ქალაქის, დნიპრორუდნის მერი, ევგენი მატვეევი.
“სამხედრო დანაშაულები სისტემური ხდება. დნიპრორუდნის მერი ევგენი სერგეევიჩ მატვეევი გაიტაცეს.”- წერს სტარუხი Facebook-ზე.
ცნობისთვის, 11 მარტს ცნობილი გახდა, რომ გაიტაცეს მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი. ამ დრომდე უცნობია მისი ადგილსამყოფელი. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს გატაცება სამხედრო დანაშაულად შეაფასა.
12 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფედოროვს აწამებდნენ ოკუპანტების მხარდასაჭერი ვიდეოს გადასაღებად.