რუსებმა მარიუპოლში დაბომბეს სკოლა, რომელსაც თავს 400 ადამიანი აფარებდა

მარიუპოლის საქალაქო საბჭოს განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს ხელოვნების სკოლის შენობა, რომელსაც 400-მდე დევნილი აფარებდა თავს.

მათი ცნობით, სკოლის შენობა დაინგრა, ხალხი კი ნანგრევების ქვეშ მოყვა. დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ზუსტდებ. შენობაში ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები იმყოფებოდნენ.

საბჭოს შეფასებით, რუსები მარიუპოლში უკრაინელი ხალხის და მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდს აგრძელებენ.

“ყველა სამხედრო დამნაშავე აგებს პასუხს კაცობრიობის, მარიუპოლის ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის!”,– აცხადებს მარიუპოლის საქალაქო საბჭო.