ოკუპანტებს საბრძოლო მასალისა და საკვების არაუმეტეს 3 დღის მარაგი აქვთ – გენშტაბი

უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბი აცხადებს, რომ რუს ოკუპანტებს არ მოუგვარებიათ ჯარის უზრუნველყოფის პრობლემები.

“არსებული ინფორმაციით, უკრაინაში მოქმედ რუს საოკუპაციო ძალებს საბრძოლო მასალისა და საკვების არაუმეტეს სამი დღის მარაგი აქვთ. ანალოგიური ვითარებაა საწვავთან დაკავშირებით, რომელსაც ტექნიკა სატვირთო მანქანებიდან ავსებს. ოკუპანტებმა ვერ შეძლეს მილსადენის მოწყობა ჯარების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად”,– აცხადებს გენშტაბი.

მათივე ცნობით, ბოლო დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების პოზიციისა და ქმედებების ხასიათში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა.

“ამასთან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებმა განაგრძეს დარტყმა მტრის ჯარებზე, რომლებიც ცდილობდნენ საზღვრებთან გამაგრებას”,– წერია გენშტაბის განცხადებაში.