ოკუპანტს არ სძინავს და ჰიბრიდული ელემენტების გამოყენებით, არჩევნებში ჩარევით, რუსეთი ცნობილია მსოფლიოში, არც ჩვენ გვძინავს, ჩვენი სამსახურები მუშაობენ,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„მე არ დავაკონკრეტებ, თუმცა, ეს არის რბილი ძალის გასატარებლად. ამაზე საუბარი გვქონდა კომიტეტის დახურულ სხდომაზე, როცა სუს- ის ანგარიშს ვისმენდით. არიან ორგანიზაციები, მედიასაშუალებები, სოციალური ქსელის ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რუსული რბილი ძალის გამტარებლები არიან და ამაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ყოველთვის აქვს ადეკვატური რეაგირება”, – განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საქართველო უნდა ელოდოს, რუსეთისგან არჩევნებში ჩარევას, რადგან რუსეთს აქვს ჩარევის სქემა, მათ შორის დეზინფორმაციული კამპანიები და სხვა ძალისხმევა.