ოკუპაციის შემდეგ არც ერთ უკრაინულ დასს არ გაუმართავს სპექტაკლები რუსეთში – დეკანოიძე

 “ოკუპაციის შემდეგ არც ერთ უკრაინულ დასს არ გაუმართავს სპექტაკლები რუსეთში ”- ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში წასვლას.
”სულ ვადარებ ხოლმე უკრაინის ხელოვნების სამყაროს, როდესაც ყირიმისა და დონბასის ოკუპაციის შემდეგ არც ერთი უკრაინული დასი არც არასდროს წასულა და არ გაუმართავს სპექტაკლები რუსეთში, ოკუპანტ ქვეყანაში და ამავე დროს, ვინც ასეთი რამ ჩაიდინა, მათ ძალიან მძიმე საფასური გადაიხადეს საზოგადოების მხრიდან.
 
ამ უმძიმეს მდგომარეობაში, როდესაც გახელაძე არის ტყვეობაში, როდესაც ბებუა არის ტყვეობაში, რა თქმა უნდა, მე არ მესახება ნორმალურად სახელმწიფოებრივი აზროვნების ადამიანების მიერ ასეთი ქმედება.”- განაცხადა დეკანოიძემ. 

გუშინ, 20 ივნისს ცნობილი გახდა, რომ რუსთაველის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, მოსკოვში მიემგზავრება.  დასი მონაწილეობას ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს, სპექტაკლები კი 30 ივნისს, 1-2 ივლისს გაიმართება.