ოკუპირებული აფხაზეთის მართლადიდებლური ეკლესიის განცხადებით, ეკლესია პატრიოტთა ალიანსის ლიდერების მიერ ილორის ტაძრისთვის შეწირულ ღვთისმშობლის ხატს უკან აბრუნებს.
“აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია არ იღებს ქართველ დეპუტატთა მიერ ჩამოტანილ ხატს, აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩევლის მონაწილეობით, როგორც საჩუქარი ქართული ეკლესიისგან ილორის ტაძრისთვის, და უკან უბრუნებს მას.
ამ მისიის შესახებ აფხაზეთის მართლადიდებლური ეკლესიისთვის უცნობი იყო. მსგავსი ქმედებები ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის აფხაზური მართლმადიდებლური ეკლესიის აღიარებამდე დაუშვებელია” – წერია ეკლესიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რამდენიმე, დღის წინ ირმა ინაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში გიორგი ლორიასთან ერთად იმყოფებოდა და ილორის ტაძარს ღვთისმშობლის ხატი შესწირეს. ამის ამსახველ ფოტომასალას კი ის თავად ავრცელებს.
“2020 წლის 18 აგვისტო. აფხაზეთი. ილორის ტაძარი. მე და გიორგი ლომიამ ილორის ტაძარს ღვთისმშობლის ხატი შევწირეთ- ილორის ღვთისმშობელი, სასოგადაწურულთა შემწყლებელი და აღმამაშენებელი. შეგეწიოთ! ” – დაწერა ირმა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “პატრიოტთა ალიანსის” წევრების ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლის შესახებ ინფორმაცია 20 აგვისტოს “მთავარმა არხმა” გაავრცელა. „პატრიოტები“ ოკუპირებულ აფხაზეთში გასაიდუმლოებული ვიზიტით იმყოფებოდნენ. თუმცა, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონიდან გამოსვლის დროს ისინი საქართველოს მოქალაქეებმა დააფიქსირეს.