ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სროლა იყო – ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, რობერტ კიუტის ცნობით, ე.წ. პარლამენტთან სროლაში ეჭვმიტანილი არის ე.წ. დეპუტატი, ადგურ ხარაზია. მისივე თქმით, ხარაზია შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სროლის შედეგად ერთი ე.წ. დეპუტატი, ვახტანგ გოლანძია დაიღუპა, მეორე, კან კვარჭია, კი დაშავდა.
როგორც ცნობილია, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პარლამენტში მაინინგის აკრძალვის კანონპროექტს განიხილავდნენ. შელაპარაკება მოხდა ადგურ ხარაზიასა და კან კვარჩიას შორის, რა დროსაც ადგურ ხარაზიამ იარაღი ამოიღო და კან კვარჩიას ესროლა. არსებული ინფორმაციით ვახტანგ გოლანძია მათ გაშველებას ცდილობდა.