გუშინ, 2 აგვისტოს, საღამოს, დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის ცენტრში აფეთქება მოხდა- ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის მერი ივან ფედოროვი ავრცელებს.
“მელიტოპოლში ოკუპანტები შეშფოთებულები არიან, ჩივიან, რომ ქალაქის ცენტრში აფეთქებაა.” – წერს ის.
მერი სხვა ინფორმაციას არ ავრცელებს და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ “საღამოს არეულობის” დეტალები ახლა ზუსტდება.
აფეთქების შესახებ ასევე იტყობინება ადგილობრივი კოლაბორაციონისტი ვლადიმერ როგოვი.