ვინც არის პატრიოტი, უყვარს თავისი სამშობლო – აგენტურაზე და მოღალატეებზე არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ პატრიოტებზე, ყველას მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობა, გაერთიანება და იმ ტერიტორიების დაბრუნება, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, რუსეთის მიერაა ოკუპირებული. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ დავიბრუნოთ ტერიტორიები, რაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და რეალობა მგონია.