ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის დავით ქაცარავას ინფორმაციით ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოყვანილი გენადი ბესტაევი გარდაიცვალა. გენადი ბესტაევს გასული 2021 წლის ნოემბერში, ცხინვალის ციხეში ინსულტი განუვითარდა რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდა.
გენადი ბესტაევი რუსმა ოკუპანტებმა, სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. ბესტაევი თბილისში 2021 წლის 16 ნოემბერს უგონო მდგომარეობაში ჩამოიყვანეს.