რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, 3 წლით ოკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ, სუს-ი ავრცელებს.
“უკანონო დაკავებები არის რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგი, რაც მიზნად ისახავს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლას და მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის გაჩენას”, – აცხადებს სუსი და აღნიშნავს, რომ ამ საკითხს ცენტრალური ხელისუფლების 5 მარტს ჩანიშნულ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისა (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე დააყენებს.
ოკუპანტებმა გენადი ბესტაევი სოფელ ზარდიანთკარში 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის დარღვევის ბრალდებით. დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ მას მარიხუანა აღმოუჩინეს.