ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთთან კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი დე ფაქტო საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს. სახელისუფლებო მედიის ცნობით, ასევე, მოიხსნება ყველა დაწესებული შეზღუდვა. დე ფაქტო საზღვარი, შესაძლოა, 15 სექტემბერს გაიხსნას.დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის თქმით, ე.წ. საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება შეზღუდვების შედეგად გამოწვეული სოციალური პრობლემების გამო მიიღეს.
“მოქალაქეებს შეექმნათ პრობლემები პენსიებთან, საბანკო ბარათებთან დაკავშირებით. აგრეთვე, გარკვეული კატეგორიის პაციენტების სამედიცინო მომსახურების კუთხით რესპუბლიკის გარეთ”, – განაცხადა ბიბილოვმა.