ოკუპირებული ხერსონის ოლქმა ე.წ. საზღვრები ჩაკეტა უკრაინის მიერ კონტროლირებად რეგიონებთან

ოკუპირებული ხერსონის ოლქის ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე აცხადებს, რომ  ოკუპირებული ხერსონის ე.წ. საზღვრები ჩაკეტა რეგიონებთან, რომელსაც უკრაინა კონტროლებს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ხერსონიდან გადასვლა შეიძლება ყირიმში, ზაპოროჟიეს ნაწილსა და დონბასში, რომლებსაც რუსეთი აკონტროლებს

“საზღვარი უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტილია. უკრაინელი მებრძოლების სროლების გათვალისწინებით, მიკოლაევისა და დნეპროპეტროვსკის მხრიდან საზღვრის კვეთა საშიშია”, – განაცხადა კირილ სტრემოუსოვმა.