ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 95 წლის პაციენტი გარდაიცვალა

დღეს დილით აფხაზეთში, გუდაუთის ჰოსპიტალში COVID-19-ით 95 წლის ქალი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

პაციენტს კორონავირუსი 11 აპრილს დაუდასტურდა, თუმცა სახლიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის წინააღმდეგი იყო. ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემდეგ, ის ჰოსპიტალში 20 აპრილს გადაიყვანეს, როდესაც მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. მას ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, მწვავედ გამოხატული ჰიპერტონია და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა აღენიშნებოდა.

აფხაზური მხარის ცნობით, აფხაზეთში კორონავირუსის სულ სამი შემთხვევაა დადასტურებული.