მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა. მათივე ინფორმაციით, ლეტალური შედეგი გულთან დაკავშირებულმა თანმხლებმა დაავადებამ და მიოკარდიუმის განმეორებითმა ინფარქტმა გამოიწვია. ინფიცირებული კაცი გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე კოვიდინფიცირების 55 შემთხვევაა აღწერილი, მათგან 37 გამოჯანმრთელდა და 2 გარდაიცვალა.
საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე კორონავირუსის 1131 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 920 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.