ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული რუბლი ოფიციალური ვალუტა ხდება

რუსული რუბლი ოფიციალური ვალუტა გახდება – აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა “სავალუტო რეგულირებისა და სავალუტო კონტროლის შესახებ” კანონპროექტს პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირეს.

კანონპროექტის მიხედვით აფხაზეთის ოფიციალური ვალუტა რუსული რუბლი იქნება, ხოლო ყველა სხვა სახის ვალუტა კლასიფიცირებულია, როგორც უცხოური.

გარდა ამისა, “სავალუტო რეგულირების მიზნებისათვის” საკანონმდებლო დონეზე ცნებები “რეზიდენტი” და “არარეზიდენტი” დაამატეს.

დოკუმენტს მხარი 26-მა ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი იყო.

როგორც ეხო კავკაზა წერს, დე ფაქტო ეროვნული ბანკის თავმჯდომარე, ბესლან ბარათელია ჯანმრთელობის მიზეზით სხდომაზე არ მივიდა.