რუსული მედია იტყობინება, რომ შავი ზღვის თავზე, კუნძულ ზმეინის სიახლოვეს ნატოს გამანადგურებლები შენიშნეს. ისინი რუმინეთის სანაპიროსთან, კუნძულიდან დაახლოებით 50 კილომეტრის მაძნილზე დაფრინავდნენ. რუსული მედია ამ ფაქტს პროვოკაციას უწოდებს.
ფრენების მარშრუტზე რუსული მედია სერვის Flightradar24–ზე დაყრდნობით წერს, რომელმაც 31 მაისს ორი ბრიტანული გამანადგურებლის,Eurofighter Typhoon–ის გადაადგილება დააფიქსირა. გარდა ამისა, რუმინეთის ტერიტორიის თავზე რამდენიმე საათის განმავლობაში დაფრინავდა საწვავით მომმარაგებელი თვითმფრინავი.
გარდა ამისა, რუსული მედია წერს, რომ შესაძლოა აქვე დაფრინავდნენ ამერიკული გამანადგურებლები F-35, თუმცა ტრანსპოდერების გამორთვის გამო დოკუმენტურად მათი ფრენის ფაქტის დადასტურება შეუძლებელია.
შეგახსენებთ, რომ მაისის დასაწყისში რუმინეთში ამერიკელი სამხედროები ჩავიდნენ:
ბატალიონი Stryker და გამანადგურებელ F-35–ის ბატალიონი. ქვეყნის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ამას აშშ–ს, როგორც მოკავშირის და რუმინეთის სტრატეგიული პარტნიორის სოლიდარობის გამოხატულება და მნიშვნელოვანი წვლილი უწოდა.