ოკუპირებულ მელიტოპოლში უკრაინელებმა FSB-ს ბაზა გაანადგურეს – ფედოროვი

უკრაინელმა სამხედროებმა შაბათ-კვირას, ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში რუსული FSB-ს ბაზა გაანადგურეს.  ინფორმაციას ამის შესახებ, დროებითი ოკუპირებული, მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი ავრცელებს. მისი განცხადებით, ბაზა ოკუპანტებს ქალაქის გარეუბანში მდებარე სასტუმროს კომპლექსში ჰქონდათ მოწყობილი.

მელიტოპოლის მერის თქმით, ოკუპანტებს პანიკურად გადაჰყავთ ჯარები სხვა პუნქტებსა და დასახლებებში.

FSB-ს ბაზაზე, უკრაინული ძალების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად, ათობით ოკუპანტი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაიჭრა.