ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები შეძლებენ ვაქცინაციას – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გაიხსნება “ფანჯრები” და აიცრებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქალაქეებიც.

“ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გაიხსნება ფანჯრები, სადაც ისინი შეძლებენ ვაქცინაციას. მათთვის რეგისტრაციის მოდული არ იქნება სავალდებულო, ვინაიდან ჩვენ ვთვლით, რომ მაქსიმალურად გამარტივებული უნდა იყოს ყველა პროცედურა. სქემა იქნება იგივე რაც ჩვენ საქართველოს მოქალაქეებისთვის გვაქვს საქართველოს ტერიტორიაზე. ყველა ექიმი და რისკჯგუფი, რაც განსაზღვრული არის კოვიდ ვაქცინაციის საბჭოს მხრიდან, მათი ვაქცინაცია წარიმართება იგივე სქემით”,– განაცხადა ტიკარაძემ ბრიფინგზე.

მანვე აღნიშნა, რომ შესაბამისი დოზები უკვე გამოყოფილია.