ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის გათავისუფლების ულტიმატუმებს აბსურდულს უწოდებენ. ასევე, დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ დაკავებულებს ეროვნული კუთვნილების ნიშნით არ ასამართლებენ.
“რაც შეეხება რუსეთის მიმართ უსაფუძვლო თავდასხმებისა და ბრალდებების ხანგრძლივ ტრადიციას, მათ არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან. სამხრეთ ოსეთში დამნაშავეებს არა ეროვნული კუთვნილების ნიშნით, არამედ ჩადენილი დანაშაულის მიხედვით ასამართლებენ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი სანდო დაცვის ქვეშაა, ხოლო ყველა მისი დამრღვევი სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ძალების გავლენის სექტორებში აღმოჩნდება”, -ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის,გახელაძე კასპში 11 ივლისს გაიტაცეს, მანამდე კი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. რუსული მხარის მტკიცებით, ზაზა გახელაძემ ცეცხლი პირველმა გახსნა.ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა.