ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წელი და 6 თვე მიუსაჯა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ეხოკავკაზა ავრცელებს.
ბრალდების მხარე გახელაძისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – “სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა” და “სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა”.
გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს. დე ფაქტო მთავრობა ამტკიცებს, რომ მან ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად მინიმუმ 5-ჯერ გაისროლა.