ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ კარანტინიდან დაახლოებით 25 რუსეთის სამხედრო უნივერსიტეტების კურსანტი გაიქცა. ინფორმაციას ოსური მედია ქვეყნებს. მათი თქმით, ისინი სამართალდამცველებმა მალევე იპოვეს და უკან, საკარანტინო ზონაში დააბრუნეს.
ე.წ. ჯანდაცვისა და „შს სამინისტროში“ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 34 შემთხვევაა გამოვლენილი. მათი უმეტესობა რუსეთიდან დაბრუნებული სამხედრო კურსანტები და მათი საკონტაქტო პირები არიან.
ბოლო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთიდან 250 სამხედრო კურსანტი დაბრუნდა. ისინი 2 კვირიან კარანტინში მოათავსეს.