”ევროპამ ქართველ ხალხს უთხრა, რომ შენ პერსპექტივა გაქვს, თუ დაუბრუნდები ევროპულ ფასეულობებს. ოლიგარქიულ რეჟიმს პერსპექტივა არ აქვს, უნდა მოხდეს ქვეყნის დეოლიგარქიზაცია. ეს რეჟიმი უნდა წავიდეს. სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი. ამ რეჟიმით საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ ექნება. ჩვენ მოგვცეს წლის ბოლომდე დრო, რომ ამ ოლიგარქიული მმართველობის დროს რაც კი პრობლემებია: პოლიტიკური დევნა, გვარამიას დაჭერა, სააკაშვილის წამება, სასამართლოს მიტაცება, არჩევნებს მიტაცება – ეს ყველაფერი მოგვარდება, როდესაც ოლიგარქი, როგორც თავი ამ ყველაფრის მოშორდება ამ ქვეყანას.
ახლა არჩევანი არის ჩვენზე, ოცნებამ ვერ მოახერხა, რომ ქართველი ხალხისთვის ბოლომდე დაეკეტათ კარი, მათ ყველაფერი ქნეს ამისთვის, შეურაცხყოფები დაპირისპირება, ტყუილი, პროპაგანდა – მკაფიოდ წერია, თუ ოლიგარქი არ იქნება ამ ქვეყანაში და ჩვენ დავუბრუნდებით იმ თამაშის წესებს, რაც არის ევროპაში, ჩვენ ეს პერსპექტივა წლის ბოლომდე გვაქვს.”
აცხადებს, პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია. ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის – არა.