ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის წევრი, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა 29 ნოემბერს ბრიუსელში კონფერენციას სახელწოდებით :”ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი” კონფერენციას გამართავს. ამის შესახებ ფოტიგა განცხადებას Twitter-ზე ავრცელებს.
“საქართველო კოლექტიურ დასავლეთს ეკუთვნის და ქსელი, რომელიც ცდილობს ქვეყანა რუსკი მირის გავლენის ქვეშ შეინარჩუნოს, უნდა გამოაშკარავდეს. ჩვენ სწორედ უნდა მივუდგეთ ამ პრობლემას და დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს მომავალი ტრანსატლანტიკურ ოჯახშია”, – წერს ევროპარლამენტარი.