“ოლიგარქი ივანიშვილის უპირატესი გეგმა არის ბუნებრივია, ქვეყანა მართოს კულისებიდან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობით, სადაც ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება მისი ნება-სურვილით მიიღება.

თუმცა ის ვერ აირიდებს იმ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, ეროვნულ პასუხისმგებლობას, რომელიც მას ეკისრება იმისთვის, რომ მისი რეჟიმის პირობებში არის რეალური ჩვენი ქვეყნის რუსიფიკაციის მცდელობა, მაგრამ ქართველი ხალხი იცავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს. ამიტომ მივიღეთ მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი”,

აცხადებს, ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა.