ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა საბჭოს დასკვნა და რეკომენდაციები საგანგებო ბრიფინგზე გახდება ცნობილი

ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა საბჭოს დასკვნა და რეკომენდაციები, დღეს 17 ნოემბერს საღამოს, საგანგებო ბრიფინგზე გახდება ცნობილი.

დოკუმენტს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია და მის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი მოამზადებს, რომლებიც გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად და ადგილზე არსებული ვითარების გასაცნობად 4 საათზე მეტხანს იმყოფებოდნენ.

ამ დაწესებულებაში პაციენტის მკურნალობა არაა მიზანშეწონილი – ექიმთა საბჭოს წევრი სააკაშვილზე