ომბუდსმენის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს 19-მა კანდიდატმა მიმართა – ნახეთ სია

საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი დასრულდა. სახალხო დამცველობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს 19-მა კანდიდატმა მიმართა.საკანონმდებლო ორგანო პოსტის დაკავების მსურველთა სიას ასაჯაროებს.ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა

ომბუდსმენის კანდიდატობაზე განცხადებების მიღება გუშინ, 29 სექტემბერს დასრულდა.სახალხო დამცველობის კანდიდატები არიან:

  1. ანა აბაშიძე – ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი
  2. მარიკა არევაძე – საადვოკატო ბიუროს „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები“ ადვოკატი
  3. გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე
  4. ლელა გაფრინდაშვილი – ა(ა)იპ „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი
  5. სოფიო დემეტრაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
  6. თინათინ ერქვანია – GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი
  7. ევგენია თავაძე – დროებით უმუშევარი
  8. ალექსანდრე კობაიძე – ა(ა)იპ „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია“ თავმჯდომარე
  9. ლევან კოკორაშვილი – ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე
  10. ნუგზარ კოხრეიძე – ა(ა)იპ „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ თავმჯდომარე
  11. გიორგი მარიამიძე – ა(ა)იპ „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი“ დამფუძნებელი, დირექტორი
  12. სერგო მახარაძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი
  13. მაკა მინდიაშვილი – ა(ა)იპ „ხალხის ხმა“ დამფუძნებელი
  14. ჯემალ ნათელაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
  15. ნიკოლოზ ნიკოლაძე – საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი
  16. ქეთევან ჩაჩავა – ა(ა)იპ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ აღმასრულებელი დირექტორი
  17. გიორგი ცობეხია – საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი
  18. იაგო ხვიჩია – საქართველოს პარლამეტის წევრი
  19. ნაზი ჯანეზაშვილი – ა(ა)იპ „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ დირექტორი

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენი პოსტზე 3 პირის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი.

პარლამენტმა ახალი ომბუდსმენი დეკემბერში უნდა აირჩიოს, რასაც 90 დეპუტატის ხმა სჭირდება. სახალხო დამცველს ღია კენჭისყრით აირჩევენ.

მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.