უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული ამბები, ეს დააზიანებს ყველას, მათ შორის, ბავშვებს.
მისივე თქმი, სახალხო დამცელს პანსიონის მონიტორინგის საშუალება უნდა მიეცეს
“მედიაში უკვე არის ინფორმაცია და ეს ბავშვები საინფორმაციო ვაკუუმში არ არიან, რომ თითქოსდა იქ რაღაც წარმოუდგენელი ამბები ხდება. ამიტომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა არის, ოღონდ ხაზს ვუსვამ მონიტორინგი უნდა ჩაატაროს არა ნებისმიერმა, არამედ ამისათვის სპეციალურად მომზადებულმა ადამიანებმა.
სახალხო დამცველს აქვს ამისი უფლება, ოღონდ ამასაც თავისი პროტოკოლი აქვს. ის აუცილებლად უნდა შევიდეს სპეციალისტებთან ერთად, ისე ერთჯერადი შესვლა რეალურად შეიძლება, კონტრპროდუქტიულიც იყოს. რა გააკეთა ამისათვის ხელისუფლებამ? – ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ მზაობა, რომ ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები შევიდნენ სპეციალისტებთან ერთად, თუმცა ამას ჯერჯერობით შედეგი არ მოჰყოლია”, განაცხადა სერგეენკომ.