“თავიდან ავიცილოთ თავშეყრა, თავიდან ავიცილოთ დახურულ სივრცეში ადამიანების თავყრილობები. ეს განსაკუთრებით ეხება კვების ობიექტებს, ვინაიდან აქ უნიღბოდ ყოფნის 2-3 წუთიც საკმარისია, ომიკრონის შემთხვევაში, ინფიცირებისთვის. სიფრთხილის ზომები ახლა უნდა იყოს გაათმაგებული და კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ვაქცინაციის, განსაკუთრებით, ბუსტერ დოზის მნიშვნელობას. ბუსტერ დოზა არის ახლა რეალური, ეფექტური და, ალბათ, ერთადერთი შესაძლებლობა, თავი დავიცვათ ინფიცირებისგან, მძიმე შემთხვევებისგან, გარდაცვალებისგან”