“ეს [ომიკრონი] არის ვირუსის ნაირსახეობა. საბედნიეროდ, მიმდინარეობა მძიმე არ ჩანს, მაგრამ, ჯერჯერობით, როგორც ვხედავთ, არ არის იმაზე უფრო მსუბუქი, ვიდრე “დელტა“ ვარიანტი. ამიტომ, სამწუხაროდ, კარგი პერსპექტივა არ გვაქვს.

ჩვენს მოსახლეობას არ მოსწონს, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ მილიონ-ნახევარი ადამიანი, რომელთა იმუნური სისტემა “ომიკრონს“ მოუმზადებლად ხვდება, ანუ ვაქცინაც არ უნდათ და ვირუსი გადატანილი არ აქვთ, ამ ადამიანების 1%, დაახლოებით 14-15 ათასი ადამიანი დაიღუპება. ეს არის სამწუხარო რეალობა, რადგან ვერ დარჩება საქართველოში ვერც ერთი ადამიანი “ომიკრონის“ გავრცელების მასშტაბით, ის მოსახლეობის 99%-ს შეხვდება.

გვექნება ვაქცინაცია ან გადატანილი იმუნიტეტი? სიკვდილიანობა და დაზიანება მინიმალური იქნება. შევხვდებით იმუნური სისტემის მომზადების გარეშე? მაშინ სამწუხაროდ, ათასი ინფიცირებულიდან 10 ადამიანი გარდაიცვლება. ეს არის სამწუხარო რეალობა, პერსპექტივა. გამოსავალი არსებობს და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაფიქრდეს ყველა და გადაწყვეტილება მიიღოს”

ამბობს იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი. კორონავირუსის ახალი შტამი “ომიკრონი” საქართველოში ჯერჯერობით არ დადასტურებულა.