“ომიკრონი უკვე საკმაოდ პრევალირებს ჩვენს ქვეყანაში. ომიკრონს ძალიან ნუ გავუშინაურდებით, რადგან ბევრი დარწმუნდა უკვე, რომ მსუბუქად მიმდინარეობს ახალგაზრდებში ან აცრილებსა და „დაბუსტულებში“. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ არ ვიცით, „ომიკრონი“ როგორ მოიქცევა ხანდაზმულ პოპულაციაში, რომელიც აუცრელია. გამოქვეყნდა გარკვეული შრომები, რომლებიც მიუთითებს, რომ „ომიკრონი“ ტელიფოციტების სისტემაზე ურტყამს, ესაა უჯრედული იმუნიტეტის სისტემა, სწორედ ამას ურტყამს „ომიკრონი“ და ამან შესაძლოა ცოტა უფრო გვიანი უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. ამიტომ თავი დავიცვათ „ომიკრონისგან“, როგორც ვიცავდით თავს „დელტასგან“. ბუნებრივი იმუნიტეტის იმედად ნუ ვიქნებით, ავიცრათ, „დავიბუსტოთ“ დროულად და სადაც საჭიროა, ყველგან პირბადე ვატაროთ”
ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე პალიტრანიუსის ეთერში.