“საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ,,ნოვა კახოვკას” კაშხალზე. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას. ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო უკრაინის გვერდით დგას!”,

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში, ნოვა კახოვკის კაშხლის აფეთქებას გამოეხმაურა.