ომის ამ მძიმე პერიოდში უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას–ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინას და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს სოციალურ ქსელ ტვიტერში ულოცავს.

„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ უკრაინას! ომის ამ მძიმე პერიოდში უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას!“,- წერს ღარიბაშვილი „ტვიტერში“.