ომის გამო შავ ზღვაში 3000 დელფინი დაიღუპა

რუსეთ–უკრაინის გამო შავ ზღვაში დაახლოებით  3 ათასი დელფინი დაიღუპა. უკრაინელი მეცნიერ–მკვლევარების თქმით, სანაპიროებზე სულ უფრო ხშირად პოულობენ მკვდარ დელფინებს. უკრაინელი მეცნიერები ასევე იღებენ ცნობებს დელფინების დაღუპვის შესახებ ბულგარეთიდან და რუმინეთიდან.

დელფინები ნაპირებს აწყდებიან ჰიდროლოკატორების მუშაობისა და წყალქვეშა აფეთქებების გამო, რაც გავლენა ახდენს მათ უნარზე, ბგერის საშუალებით სივრცეში ორიენტირდნენ. ამის გამო დელფინები ვეღარ პოულობენ თევზს და შიმშილით კვდებიან.