ომის დანაშაულები აბსოლუტურად აუტანელია, იაპონია მკაცრად გმობს მას – იაპონიის პრემიერი

“ომის დანაშაულები აბსოლუტურად აუტანელია, იაპონია მკაცრად გმობს მას” – ასე ეხმაურება,  იაპონიის პრემიერ მინისტრი, ფუმიო კიშიდა 3 მარტს გავრცელებულ ბუჩას კადრებს

”ღრმად ვარ შოკირებული იმ ფაქტით, რომ კიევის გარეუბანში საშინელი დანაშაულები განხორციელდა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს. ეს აბსოლუტურად აუტანელია და იაპონია მკაცრად გმობს მას. ” – აცხადებს იაპონიის პრემიერი.