ომის დასასრულებლად აუცილებელია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დღეში ხუთი ათასი ოკუპანტი გაანადგურონ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის აზრით ომის დასასრულებლად აუცილებელია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა  დღეში  ათასობით ოკუპანტი გაანადგურონ:

“ჩვენ  გვჭირდება დღეში არა ათასი “დაკრძალვის” მოხერხება რუსეთისთვის, არამედ ორნახევარი, სამი, ან უკეთესი იქნება, ხუთი ათასი. მხოლოდ ამით შეიძლება დაიწყოს ომის დასრულება. მხოლოდ განადგურება, განადგურება და განადგურება”, – განაცხადა პოდოლიაკმა ტელემარონის ეთერში.