“როდესაც ეს ომი დასრულდება და უკრაინა ძალიან მძიმე მდგომარეობიდან გამოვა, რისი იმედიც მაქვს, რომ მალე მოხდება, ბატონი პრეზიდენტი ზელენსკი აუცილებლად სწორად გააანალიზებს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც საქართველომ გადადგა უკრაინის მხარდასაჭერად, იმ მოცემულობას, რომელშიც საქართველოა, ვგულისხმობ ჩვენს ოკუპაციას და ძალიან დიდ სახელმწიფოებრივ რისკებს და ამ ყველაფრის გაანალიზების შედეგად, რა თქმა უნდა, ის კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ საქართველო უკრაინის ნამდვილი მეგობარია”
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა.