ომის დაწყებიდან დღემდე, ოკუპანტებმა უკრაინაში 38 850 ჯარისკაცი დაკარგეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი:

  • ჯარისკაცი – დაახლოებით 38 850;
  • ტანკი – 1 704;
  • ჯავშანტექნიკა – 3 912;
  • საარტილერიო სისტემა – 859;
  • სარაკეტო სისტემა – 251;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 113;
  • თვითმფრინავები – 221;
  • ვერტმფრენი – 188;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 710;
  • საკრუიზო რაკეტები – 167;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 781;
  • გემი/ნავი/კატარღა – 15;
  • სპეციალური აღჭურვილობა – 72.