ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 1 900-ზე მეტი რაკეტა გაუშვა – პენტაგონი

ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 1 900-ზე მეტი რაკეტა გაუშვა –  ამის შესახებ ინფორმაციას, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. ასევე პენტაგონის განცხადებით, თითქმის ყველა საჰაერო დარტყმა რუსული საჰაერო ბაზებიდან ხორციელდება.

“რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 1 900-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. რეკეტების უმეტესობა, კვლავ მარიუპოლში და გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში, დონბასში მიდის.

მათი უმეტესობა რუსეთიდან მოფრინავს და შემდეგ რუსეთისვე აეროდრომზე ბრუნდება. იგივე ხდება სარაკეტო დარტყმების შემთხვევაშიც – გამშვები მოწყობილობები რუსეთშია განლაგებული“, – განაცხადა, პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.