უკრაინელებმა, ომის დაწყების დღიდან, დღემდე, 1006 რუსული ტანკი გაანადგურეს. შესაბამის განცხადებას, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ( SBU) აცხადებს.
ტანკების უმეტესობა განადგურდა დონეცკისა და ხარკოვის რეგიონებში სასტიკ ბრძოლებში, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული ჯარისკაცები ხშირად ცდილობდნენ უკრაინის დაცვითი პოზიციების გარღვევას მძიმე ჯავშანტექნიკის გამოყენებით.
“მტრის ტანკების წინააღმდეგ გამოიყენებოდა ჯავშანსატანკო იარაღისა და უპილოტო სისტემების (დრონები) მაქსიმალური არსენალი”, – ნათქვამია SBU-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.