უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსეთის უახლესი Su-35 გამანადგურებლების 2 ესკადრილია დაკარგა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ოლექსი გრომოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
- “სრულმასშტაბიანი აგრესიის დროს ოკუპანტებმა დაკარგეს ასეთი თვითმფრინავის ორი ესკადრილია. ეს არის დაახლოებით 24 ერთეული”, – დასძინა გრომოვმა.
მისი თქმით, გასული კვირის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 27 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს. ოკუპანტები, საავიაციო ტექნიკაში დიდ დანაკარგებს განიცდიან და გეგმავენ სუ-24M-ი ჩართონ საომარ მოქმედებებში. ეს არის მოძველებული ბომბდამშენები, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში აღარ გამოიყენება.