ომის დაწყებიდან უკრაინაში 18 ჟურნალისტი დაიღუპა, 13 დაშავდა და 8 გაიტაცეს – ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინის პროკურატურა ავრცელებს. დაბომბვის 7-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც სატელევიზიო ანძები განადგურდა. ჯამში, რუსეთმა მედიის 74 წარმომადგენლის წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება.
“დღესდღეობით თითოეული ჟურნალისტი გმირია. მადლიერებას გამოვთქვამთ ყველას მიმართ, ვინც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს. თითოეული მკვლელობას და თითოეული დანაშაულს მედიის წინააღმდეგ აუცილებლად გამოვიძიებთ და დამნაშავეები გასამართლდებიან”. – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.