უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, 9 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, როზმარი დიკარლომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.
“გაეროს ადამიანის უფლებების უფროსი კომისრის ოფისის მიხედვით, დაიღუპა 9 287 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 16 384, მათგან უმეტესობა რუსი ჯარისკაცების მიერ სროლის შედეგად”. – თქვა დიკარლომ.
აღნიშნული სტატისტიკა მოიცავს 537 დაღუპულ და 1117 დაშავებულ ბავშვს.