უკრაინაში შეჭრიდან 100 დღის თავზე რუსეთს მისი თავდაპირველი გეგმის არცერთი სტრატეგიული მიზნისთვის არ მიუღწევია.ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა მის ყოველდღიურ ანგარიშში წერს.
უწყება აღნიშნავს, რომ რუსებმა ვერ მოახერხეს კიევის და უკრაინის ძალაუფლების ცენტრების აღება. უკრაინელების მტკიცე წინააღმდეგობისა და იმის გამო, რომ რუსებმა ჰოსტომელის აეროპორტის აღება პირველ 24 საათში ვერ შეძლეს, რუსების შეტევითი ოპერაციის მოგერიება მოხერხდა.
პირველადი გეგმის ჩავარდნის შემდეგ, რაც დაგეგმივსას მცდარ ვარაუდებს და ცუდ ტაქტიკურ შესრულებას მოჰყვა, რუსეთმა მისი ოპერატიული გეგმის ადაპტირება მოახდინა და ყურადღება დონბასზე გადაიტანა.
“რუსეთი ახლა დონბასში ტაქტიკურ წარმატებას აღწევს, რუსებმა შექმნეს და შეინარჩუნეს იმპულსი და ახლა, როგორც ჩანს ინიციატივას ფლობენ. პუტინის ჯარი ლუგანსკის ოლქის 90%–ს აკონტროლებს და შესაძლოა უახლოეს ორ კვირაში აქ სრული კონტროლი დაამყაროს“–თვლის ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა.
რუსების ეს ტაქტიკური წრამატებები შესაძლებელი გახდა მნიშვნელოვანი დანაკარგების და მთელი საომარი კამპანიის საცეცხლე ძალების ერთ ადგილზე თავმოყრის შედეგად.
ამავე დროს, რუსეთმა ვერ შეძლო მანევრირება ან მოძრაობა სხვა ფრონტებზე და მიმართულებებზე და იძულებულია თავდაცვაზე გადავიდეს.
“რუსების თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, არცერთი მიზანი მიღწეული არ არის. იმისათვის, რომ რუსეთმა რამენაირ წარმატებას მაინც მიაღწიოს, მას დაჭირდება მუდმივად მსხვილი ინვესტიციები და აღჭურვილობა, ეს კი სავარუდოდ კიდევ დიდ დროს მოითხოვს“–წერს ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა.