ომის დროს უბედური შემთხვევები არ ხდება – ზელენსკი ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე

ომის დროს უბედური შემთხვევები არ ხდება. ომი მხოლოდ ბრძოლის ველზე არ მიმდინარეობს, არსებობს ომის სხვადასხვა მიმართულება, ყოველი სიკვდილი ომის შედეგია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიდეოჩართვისას განაცხადა, სადაც მას ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ შეკითხვა დაუსვეს.

პრეზიდენტ ზელენსკის ასევე ჰკითხეს, ღელავს თუ არა საკუთარ უსაფრთხოებზე და გრძნობს თუ არა თავს დაცულად საკუთარ ქვეყანაში.

„მე ეს არ მაღელვებს. არაფერი შეცვლილა, ისევ გვჭირდება საბრძოლო მასალა, არსად წასვლას არ ვაპირებ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.