“ომის დროს, როდესაც რუსეთი თავისი სამხედრო ძალებით ანგრევს მარიუპოლს, ხარკოვს, სხვა ქალაქებს, როდესაც კვდება უამრავი ადამიანი და ა.შ უკრაინის ხელისუფლება ვაჭრობს რუსეთთან, პუტინთან. პუტინისგან ყიდულობს გაზს, მერე გადააქვს ეს გაზი ევროპის ქვეყნებში. ეს ხდება ომის დროს. პუტინისგან ყიდულობს დღემდე გაზს და არამარტო ყიდულობს, უზრუნველყოფს ამ გაზის გატარებას ევროკავშირის ქვეყნებში. არც არავის უთქვამს რომ ეს ამორალურია. ჩვენ გვაქვს, ისევე როგორც უკრაინას. სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან. ამ ლეგიტიმური ურთიერთობების ფარგლებში ნებისმიერი კომუნიკაცია შეიძლება იყოს მისაღები”

ამტკიცებს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.