”ვუყურებთ ბოლო დღეებში ატეხილ აჟიოტაჟს ყველაზე მგრძნობიარე საკითხზე. ადამიანი გარდაიცვალა, ომში და ამაზე ვიღაც ფარისეველი, ყალბი პოლიტიკოსები ცდილობენ, გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, ამაზე ამორალური თუ რაიმე არსებობს. მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს ადამიანები, ე.წ ომის პარტია და გამყიდველების პარტია, დღიდან ომის დაწყებიდან უკრაინაში, ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, მათი ორგანიზებულია ახლაც, ეს ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში, მათი არაერთი პროვოკაცია იქნა არიდებული თავიდან ჩვენი მთავრობის მიერ”.
თქვა მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.