ომის ყველაზე ცხელი წერტილები სევეროდონეცკსა და სლავიანსკშია – უკრაინის შსს

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ომის ყველაზე ცხელი წერტილები სევეროდონეცკსა და სლავიანსკშია. მინისტრის მრჩევლის, ვადიმ დენისენკოს განცხადებით, ოკუპანტებმა ქალაქში ჯარისკაცების მნიშვნელოვანი რაოდენობა შეიყვანეს.

“რუსები ახლა აქ ახდენენ ძალების მაქსიმალურ მობილიზებას. სევეროდონეცკშია 20-ზე მეტი ტაქტიკური ბატალიონი, თითოეულ ბატალიონში 600-800 ადამიანია, ასევე, არის 30-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტიორი, 10 ტანკი და ა.შ”. – ამბობს დენისენსკო.