“სამწუხაროა, რომ საკითხებით ასეთი მანიპულირება ხდება. ყოველი დღე გლოვის დღეა – იქნება თუ არა ცალკე გამორჩეული დღე. ჩვენ პარლამენტში უკრაინაში გარდაცვლილების ხსოვნას პატივი არაერთხელ მივაგეთ. საკითხის ისე წარმოჩენის სურვილი აქვთ, თითქოს საქართველო მხრიდან ემპათია და თანადგომა ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს. ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები არის იმისთვის, რომ საკუთარ ხელისუფლებას ებრძოლონ, რაც ძალიან სამწუხაროა. საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი ქვეყანაა, სადაც პოლიტიკური პარტიები თუ სხვადასხვა ჯგუფები იმ ფონზე, როდესაც უსაფრთხოების ასეთი რისკებია, საკუთარ ხელისუფლებას ებრძვიან“
ასე ეხმაურება პარლამენტის თავჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, “ლელოს” ინიციატივას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებთან დაკავშირებით 5 აპრილის გლოვის დღედ გამოცხადებას ეხება.