ომის 50 დღის განმავლობაში, უკრაინა მთელი თავისუფალი სამყაროსთვის გმირი გახდა – ზელენსკი

“ომის 50 დღის განმავლობაში, უკრაინა მთელი თავისუფალი სამყაროსთვის გმირი გახდა”  განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტმა  ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.

”ომის 50 დღის განმავლობაში უკრაინა გახდა გმირი მთელი თავისუფალი სამყაროსთვის. მათთვის, ვინც პროპაგანდით არ მოწამლულა. თქვენ ყველანი გახდით გმირები. ყველა უკრაინელი, ყველა, ვინც გადარჩა, ვინც არ ნებდება და ვინც გაიმარჯვებს. ეს უკრაინას მშვიდობას დაუბრუნებს. დარწმუნებული ვარ ამაში.” – განაცხადა ზელენსკიმ.